
სპორტული ფსონების სახეობები
ბუკმეიქერები სხვადასხვა ტიპის ფსონების დადებას გვთავაზობენ.
თითოეული მათგანი განსხვავდება შეხვედრის შედეგების სავარაუდო ვარიანტების რაოდენობითა და მათი გამოთვლის გზებით. ყველაზე გავრცელებული სახეობებია ჩვეულებრივი, ექსპრეს და სისტემური ფსონები. დეტალურად განვიხილავთ, რას წარმოადგენს თითოეული მათგანი და რა წესებით ხდება თითოეულზე ფსონის დადება.
ჩვეულებრივი (ერთჯერადი)
ჩვეულებრივი ფსონი ყველაზე გავრცელებული სახეობაა სპორტულ ფსონებს შორის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ერთჯერადი ფსონი, რომელიც ერთი კონკრეტული შეხვედრის სავარაუდო შედეგზე იდება. მოთამაშე ბუკმეიქერის ხაზში შემოთავაზებული თამაშებიდან ირჩევს ერთს შესაბამისი კოეფიციენტით, დებს ფსონის თანხას, და თუ მისი არჩევანი წარმატებული გამოდგა, იღებს მოგებულ თანხას. მოგებული თანხის რაოდენობა კი დადებულ ფსონსა და კოეფიციენტის მნიშვნელობაზეა დამოკიდებული.
ჩვეულებრივი ფსონის გამოთვლის მაგალითი:
მაგალითად, ვთქვათ, რომ ნიუ ინგლენდ პატრიოტებსა და მაიამის დელფინებს შორის გამართულ შეხვედრაში, თქვენ ჩამოდიხართ $1000-ს პატრიოტების გამარჯვებაზე. ბუკმეიქერს ამ კონკრეტული შედეგისთვის მინიჭებული აქვს კოეფიციენტი 2.0. იმ შემთხვევაში თუ თამაშს მოიგებენ პატრიოტები, თქვენი მისაღები თანხა იქნება $2000, რადგანაც თქვენ მიერ დადებული თანხა გამრავლდება კოეფიციენტზე (1000*2=2000). თუ შეხვედრაში მოიგებენ დელფინები, მაშინ თქვენ მიერ დადებულ თანხას მთლიანად კარგავთ. ამ ტიპის ფსონების უპირატესობად მიიჩნევა მათი სიმარტივე და შედარებითი საიმედოობა, რადგან სხვა ტიპის ფსონებისგან განსხვავებით, საჭიროა მხოლოდ სწორად იწინასწარმეტყველოთ ერთი შესაძლო შედეგი ერთი კონკრეტული შეხვედრისთვის. რაც შეეხება უარყოფით მხარეს, ესაა ჩვეულებრივი ფსონის დროს ბუკმეიქერების მიერ დაბალი კოეფიციენტების გამოყენება ექსპრეს და სისტემურ ფსონებთან შედარებით.
ექსპრეს ფსონი
მარტივად რომ ვთქვათ, ექსპრეს ფსონი ჩვეულებრივი ფსონების კომბინაციას წარმოადგენს: იგი მოიცავს რამდენიმე შეხვედრის შესაძლო შედეგს, რომლის დადგომასაც წინასწარმეტყველებს მოთამაშე (მოსალოდნელი შედეგი შეიძლება იყოს ორი ან მეტი). კლიენტებს ექსპრეს ფსონები მოსწონთ მათი მაღალი კოეფიციენტის გამო, რადგანაც როცა ექსპრესს ფსონის კოეფიციენტი გამოითვლება, ყველა შესაძლო შედეგის მაჩვენებელი ერთმანეთზე მრავლდება.
ექსპრეს ფსონის გამოთვლის მაგალითი:
მაგალითად, ექსპრეს ფსონს ჩამოდიხართ შემდეგი სამი საფეხბურთო მატჩის შედეგზე:
-
ბარსელონას მოგება 2.0 თამაშში ბარსელონა vs რეალის მადრიდი; არსენალის მოგება 2.0 თამაშში არსენალი vs ტოტენჰემი;
-
იუვენტუსის 2.0 მოგება თამაშში იუვენტუსი vs მილანი.
ასეთი “ექსპრეს მატარებლის” ტოტალური, საერთო კოეფიციენტი იქნება 8.0 (2x2x2=8). თუ ამ ექსპრეს ფსონის სამივე თამაში ისე დასრულდება, როგორც თქვენ იწინასწარმეტყველეთ, თქვენი მოგება გამოითვლება კოეფიციენტით 8.0 (ფსონის თანხა გამრავლდება რვაზე). თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თუნდაც ერთი თამაში თქვენი ნავარაუდები შედეგისგან განსხვავებულად დასრულდება, მთლიანი ექსპრეს ფსონი წაგებულად ჩაითვლება.
თავისთავად, ექსპრესში დამატებული თითოეული შეხვედრა, შესაბამისად ზრდის საერთო კოეფიციენტს, მაგრამ ამცირებს წარმატების ალბათობას.
ბევრი დამწყები მოთამაშე ექსპრესს ფსონის “აწყობისას” ცდილობს შეხვედრათა დიდი არჩევანიდან ფსონს ჩამოვიდეს ისეთებზე, რომელთაც ძალიან დაბალი კოეფიციენტი გააჩნიათ: ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული არიან, რომ გუნდები, რომელთა გამარჯვებაზეც დაბალი კოეფიციენტია შემოთავაზებული, გაიმარჯვებენ და საბოლოო კოეფიციენტიც მაინც საკმაოდ მომხიბვლელი გამოვა. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დადებითი კოეფიციენტი აუცილებლად გამარჯვების გარანტია არ არის და ხშირად აშკარა ფავორიტებიც აგებენ თამაშებს. ხშირად ასეთი ექსპრეს ფსონი ბუკმეიქერისთვის ნათელს ხდის, რომ მოთამაშე დამწყებია და მოვლენების სრული ანალიზი ბოლომდე არ აქვს შესწავლილი. როგორც წესი, უზარმაზარი ექსპრეს ფსონების დადებას შემთხვევათა უმეტესობაში მრავალრიცხოვან და რეგულარულ წაგებამდე მივყავართ.
ექსპრეს ფსონებს სათამაშო სტრატეგიების მრავალ სახეობაში გამოიყენებენ. მაგალითად, ფეხბურთში ფსონის დადების ერთ–ერთი პოპულარული სტრატეგიაა “27 ექსპრეს”. ასეთ დროს ექსპრეს ფსონი მიიღება რამდენიმე მატში გატანილი გოლების ზუსტ რაოდენობაზე. მიიჩნევა, რომ “27 ექსპრეს” ფსონი ფარავს ყველა შესაძლო ვარიანტს გატანილი გოლების რაოდენობაზე, და ყველაზე ცუდ შემთხვევაშიც კი, როცა გვექნება 26 ექსპრეს ფსონის წაგება და ერთი მოგება, ეს მოგებაც საკმარისი იქნება წაგებული თანხის აღსადგენად, რადგანაც ზუსტ მოგებაზე კოეფიციენტები საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით, ექსპრეს ფსონის დროს.
-
27 ექსპრეს სტრატეგია: წესები და მაგალითები
მიაქციეთ ყურადღება, რომ ბუკმეიქერებს უფლება აქვთ, შეზღუდონ ექსპრეს ფსონის შეხვედრათა მაქსიმალური რაოდენობა ან მაქსიმალური მოგების წილი. ზოგადად, ექსპრეს ფსონი არ მოიცავს ურთიერთდამოკიდებულ შეხვედრებს.
რომელია უკეთესი: ჩვეულებრივი თუ ექსპრესი? არ არსებობს ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი. რასაკვირველია, დიდი ექპრეს მატარებელი ნიშნავს დიდი მოგების შანსს და თუ არ დაუშვებთ შეცდომას შედეგებზე ფსონის დადებისას, თქვენ მიერ მოგებული თანხა ბევრად დიდი იქნება იმ თანხაზე, რომელსაც ჩვეულებრივი ფსონისას მოიგებდით იმავე შეხვედრებზე ცალ–ცალკე თუ ჯამურად. თუმცა, გამოცდილი მოთამაშეები უმეტესად ჩვეულებრივ ფსონებს ამჯობინებენ. რომ შევაჯამოთ, ექსპრესს ფსონის დადებისას აირჩიეთ მაქსიმუმ 2-3 შეხვედრა, რადგან რაც ნაკლები შეხვედრა გვაქვს, მით უფრო დიდია ალბათობა, რომ ჩვენ მიერ ნავარაუდები შედეგებიდან ყველა გამართლდება.
სისტემური ფსონი
როგორ გამოიყურება სისტემური ფსონი? ამ სახეობის ფსონი მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებიც ღელავენ იმაზე, რომ ექპრეს ფსონში რომელიმე შედეგი არ გაამართლებს და ამის გამო მთლიან ფსონს წააგებენ. სისტემური ფსონი არის გარკვეული ზომის ექსპრეს მატარებლების კომბინაცია, სადაც შეხვედრათა რაოდენობა წინასწარ არის განსაზღვრული. თითოეული კომბინაცია სისტემაში გამოითვლება როგორც დამოუკიდებელი ექსპრეს ფსონი. ექსპრესში მოხვედრილი შეხვედრებიდან თქვენ ჩამოდიხართ ფსონს რამდენიმეზე და აკონკრეტებთ სისტემის ზომას (მაგალითად, ორი სამიდან, სამი ოთხიდან და ა.შ.). თუ თქვენ მიერ გაკეთებული ყველა არჩევანი გაამართლებს, თქვენი მოგება კოეფიციენტების ნამრავლით გამოითვლება (გამოიყენება სპეციალური ფორმულა). საერთო ტოტალური კოეფიციენტი სისტემურში ბევრად უფრო დაბალია ვიდრე ექსპრეს ფსონში. თუმცა, თუ რომელიმე გუნდი, რომლის გამარჯვებაზეც ფსონს ჩამოხვედით, წააგებს, თქვენ მაინც გაქვთ შანსი მოიგოთ ან ფსონის თანხის ნაწილი მაინც დაიბრუნოთ.
სისტემის ტიპისა და ექსპრეს ფსონის შეხვედრათა რაოდენობის მიხედვით, საჭირო კომბინაციების რაოდენობა შეიცვლება. მაგალითად, თუ ვირჩევთ სისტემურ კომბინაციას 2/3 (ორი სამიდან), მოგვიწევს ექსპრეს მატარებლის მხოლოდ სამი კომბინაციის წარმოდგენა. თუ ავირჩევთ სისტემას, მაგალითად, 3/8 (სამი რვიდან), საჭირო კომბინაციათა რაოდენობა უკვე იქნება 56 და ფსონის ტოტალური რაოდენობაც უნდა იყოს ბევრად მაღალი.