
ბუკმეიქერის კოეფიციენტები: სახეობები და მათი გამოთვლის გზები
რას ნიშნავს ფსონის კოეფიციენტი? ეს არის რიცხობრივი მნიშვნელობა, რომელიც ამა თუ იმ შეხვედრის კონკრეტული შედეგით დასრულების ალბათობას გამოხატავს და მხედველობაში იღებს ბუკმეიქერის სუბიექტურ მოსაზრებას. სხვადასხვა ქვეყანაში კოეფიციენტების გამოხატვის სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ და, სასარგებლოა, ვიცოდეთ, რა განსხვავებაა მათ შორის. რა ტიპის კოეფიციენტები არსებობს, რას ნიშნავს თითოეული მათგანი და როგორ შეგიძლიათ, თავად თქვენ, გამოიანგარიშოთ კოეფიციენტი? მოდით, განვიხილოთ.
საყოველთაოდ ცნობილია, რომ თანამედროვე ბუკმეიქინგის წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ახორციელებდნენ თავიანთ საქმიანობას თითქმის ყველა კონტინენტზე, შესაბამისად, კოეფიციენტების გამოხატვის მრავალი ისტორიული ფორმაც დაგროვდა. თუმცა, დღევანდელ რეალობაში, კოეფიციენტების გამოხატვის სამი ძირითადი ტიპი გამოიყენება: ინგლისური, ევროპული და ამერიკული. ამ სტატიაში განვიხილავთ მათ მსგავსებებსა და განსხვავებებს, ასევე მათ დადებით და უარყოფით მხარეებს.
ინგლისური მეთოდი
მიიჩნევენ, რომ ბუკმეიქერების, როგორც დამოუკიდებელი კომპანიების, რომლებიც „ინდუსტრიული მოცულობებით“ ფსონების მიღებაში სპეციალიზდებიან, დაბადების ადგილი არის სწორედ ინგლისი. შესაბამისად, სავსებით ლოგიკურია, რომ ამ ქვეყანამ ბუკმეიქინგის სამყაროს კოეფიციენტების გამოთვლისა და წარმოდგენის თავისი საკუთარი მეთოდი აჩუქა. ინგლისური კოეფიციენტები ჩვენს დროშიც არ კარგავენ პოპულარულობას, გამომდინარე იქიდან, რომ თანამედროვე ბრიტანული კომპანიები ამ მეთოდს დღესაც აქტიურად იყენებენ თავიანთი წინაპრების ტრადიციების საპატივსაცემლოდ.
თითქმის ყველა თანამედროვე ბრიტანელი ბუკმეიქერი თავის ხაზში ზუსტ ინგლისურ კოეფიციენტს გვთავაზობს. ინგლისურ კოეფიციენტებს ჩაწერის წილადობრივი ფორმატი გააჩნიათ, მაგალითად, 20/4. ეს ფორმატი აჩვენებს წმინდა მოგების წილს ფსონის ზომასთან მიმართებით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჩამოსულ 4 ფუნტზე, თქვენი წმინდა მოგება (ფსონის თანხის გამოკლებით) იქნება 20 ფუნტი. როგორ დავიანგარიშოთ ასეთი კოეფიციენტი? ინგლისური 20/4 ტრადიციული კოეფიციენტის 6.0-ის მსგავსია. იმისათვის, რომ ინგლისური კოეფიციენტი ჩვენთვის ტრადიციულ და ნაცნობ ათწილად სისტემაზე გადავიყვანოთ, ამისთვის საჭიროა წილადის მრიცხველი გავყოთ მის მნიშვნელზე და მიღებულ ციფრს დავუმატოთ ერთი.
მაგ., 20/4 q 20:4 q 1 q 6.
ევროპული მეთოდი
ევროპული კოეფიციენტები პირველად მაშინ შემოვიდა ხმარებაში, როდესაც სამორინეების ბიზნესი დიდი ბრიტანეთიდან თანდათანობით საფრანგეთში გავრცელდა, იქიდან კი სწრაფად მოედო მთელ დასავლეთ ევროპას. თავდაპირველად, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მხოლოდ ბრიტანული ოფისები ფუნქციონირებდნენ. თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ბრიტანელებს ფრანგული და გერმანული სათამაშო ბიზნესის სახით ღირსეული კონკურენტები გამოუჩნდნენ.
ახლადდაარსებული ოფისების უმეტესობისთვის კოეფიციენტების დაანგარიშების ბრიტანული მეთოდი ზედმეტად რთული იყო. სწორედ აქედან დაიბადა ევროპული, ან როგორც ახლა ვუწოდებთ, ათწილადის კოეფიციენტთა სისტემა. დღეს ევროპული კოეფიციენტების გამოყენება სავალდებულოა (თუმცა არა ექსკლუზიურად) ყველა ბუკმეიქერისათვის მთელ მსოფლიოში გამონაკლისის გარეშე. ძალიან ბევრი მათგანი კი მომხმარებლებს მხოლოდ და მხოლოდ ევროპულ კოეფიციენტებს სთავაზობს. ევროპული კოეფიციენტი ათწილადის სახით გამოიხატება – ტრადიციულია ჩვენთვის ისეთი მნიშვნელობების გამოყენება, როგორიცაა 2.0; 4.3, და ა.შ.
როგორ უნდა დაითვალოთ კოეფიციენტი? თუ ფსონზე ჩამოსული თანხის რაოდენობას გაამრავლებთ შესაბამის კოეფიციენტზე, მიიღებთ თანხას, რომელიც ბუკმეიქერმა უნდა გადაგიხადოთ მოგების შემთხვევაში.
ამერიკული მეთოდი
სავარაუდოდ, ყველაზე რთულად გასაგები თქვენთვის კოეფიციენტთა ამერიკული სისტემა იქნება, თუმცა, უნდა აღნიშნოს, რომ ამ სისტემის გამოყენების ადგილი ძირითადად ამერიკაა. ამ კოეფიციენტების დაბადების ადგილიც ამერიკის შეერთებული შტატებია, ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წლის შემდეგ. ამერიკულმა კოეფიციენტმა სწრაფად მოიკიდა ფეხი ადგილობრივ სამორინეებში. მათი ყველაზე განმასხვავებელი ნიშანი არის „Z“–ის ან სიმბოლო „-“ არსებობა რიცხობრივი მნიშვნელობის წინ. ეს ნიშანი გეხმარებათ, განსაზღვროთ, რომელი გუნდი არის შეხვედრის ფავორიტი. სწორედ ფავორიტის სტატუსი აღინიშნება შემდეგი სიმბოლოთი: „-“.
შევეცადოთ, მაგალითის საფუძველზე გამოვთვალოთ ამერიკული კოეფიციენტი. ავიღოთ კოეფიციენტი -105 (ფავორიტი გუნდის სასარგებლოდ). ეს კოეფიციენტი აჩვენებს, რომ $100 წმინდა მოგების მისაღებად, ფსონი უნდა ჩამოხვიდეთ $105-ზე. ევროპულ სისტემაში ამ კოეფიციენტის ექვივალენტი არის 1.95.
ახლა განვხილოთ შემთხვევა, როდესაც გვაქვს პოზიტიური კოეფიციენტი (არა ფავორიტი გუნდი). მაგალითად, თუ ჩამოვდივართ ფსონს კოეფიციენტით 110- , ეს იმას ნიშნავს, რომ $110-ის მოსაგებად, უნდა ჩამოხვიდეთ ფსონს $100-ზე. სულ ესაა ამერიკული სისტემა. დღესდღეობით, ბუკმეიქერების მხოლოდ გარკვეული ნაწილი იყენებს აღნიშნულ სისტემას, ამასთან ისინი, ვინც იყენებენ, ყოველთვის შემოგთავაზებენ ევროპულ და ინგლისურ კოეფიციენტებს ალტერნატივის სახით.