
როგორ ავირჩიოთ ბუკმეიქერი: სახელმძღვანელო დამწყებთათვის
ლეგალური ინტერნეტბუკმეიქერების ბაზარი თანდათანობით იზრდება და მოსალოდნელია, რომ მათი რიცხვი საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფა მოხდება. როგორ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელი ბუკმეიქერია ჩვენთვის საუკეთესო არჩევანი და რა კრიტერიუმებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ბუკმეიქერის შერჩევისას.
ჩვენ არ დავიწყებთ მოთამაშეების მიერ გაკეთებული არჩევანის მათი მნიშვნელობის მიხედვით დალაგებას, რადგან თითოეული ინდივიდი რაღაც განსხვავებულს ეძებს. ზოგიერთს კონკრეტულ ბუკმეიქერთან დაკავშირებით სხვა მოთამაშეების გამოცდილება აინტერესებს, ზოგი ბონუსების ხელმისაწვდომობით არის დაინტერესებული, ზოგი კი მაღალი კოეფიციენტების სანაცვლოდ გარკვეულ არახელსაყრელ პირობებს თანხმდება. ზემოთხსენებული კრიტერიუმებიდან თითოეული ცალ-ცალკე ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება, რომელიმეს უპირატესობა კი მხოლოდ მოთამაშეზეა დამოკიდებული. ასე რომ რიგის მიხედვით მათ დალაგებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული არჩევანის უპირატესობა მისთვის დამახასიათებელ კონკრეტულ ასპექტებში განვიხილოთ.
როგორ გავიგოთ, რომელი ბუკმეიქერია უფრო პოპულარული? ამისთვის შეგვიძლია, ბუკმეიქერების შესახებ ინტერნეტში არსებულ შეფასებებს გავეცნოთ. თუმცა ამ მეთოდის ნაკლი ის გახლავთ, რომ ნეგატიური ადამიანები შეფასებებს წერენ უფრო ხშირად და უფრო დიდი მონდომებით, რამაც შესაძლოა, მკითხველს მოთამაშის საერთო გამოცდილების ობიექტურ რეალობასთან შედარებით დამახინჯებული (ზოგჯერ მნიშვნელოვნად) წარმოდგენა შეუქმნას. თუმცა, თუ რამდენიმე კომენტარში მუდმივად მეორდება ერთი და იგივე საკითხი, შეგვიძლია, კომპანიის დადებით და უარყოფით მხარეებზე დაახლოებითი წარმოდგენა შეგვექმნება.
გარდა ამისა, შეგვიძლია, ასევე წავიკითხოთ საჩივრები ბუკმეიქერების მიმართ, რომლებსაც ფსონის მოყვარულები კომპანიის ვებგვერდებზე ტოვებენ. მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ არა იმდენად თავად საჩივრების არსებობის ფაქტს (მოთამაშეებს ყოველთვის აქვთ სხვადასხვა ტიპის საჩივარი ყველა კომპანიის მიმართ), არამედ იმას, თუ რამდენად მზადაა ბუკმეიქერი მოუსმინოს უკმაყოფილო კლიენტებს და რამდენად ღიაა მათი საჩივრების დასაკმაყოფილებლად.
ლეგალბეტში ამის გაკეთება მარტივია: გენერალური სიიდან უბრალოდ აირჩიეთ ბუკმეიქერი, გადადით მისი შეფასებების გვერდზე (ღილაკი: მეტი) და მოძებნეთ „საჩივრების“ სექცია, სადაც ნათლად დაინახავთ მომხმარებელთა მიერ დაფიქსირებული და ბუკმეიქერის მიერ (ჩვენი საიტის დახმარებით) დაკმაყოფილებული საჩივრების რაოდენობას.
ბუკმეიქერის არჩევის პროცესში საიმედოობა ტრადიციულად ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმია, მაგრამ ეს კრიტერიუმი სუბიექტურია: ერთი მოთამაშე შეიძლება კონკრეტულ ვებგვერდზე წლების განმავლობაში უპრობლემოდ თამაშობდეს, მაგრამ მეორეს, რომელიც იმავე ბუკმეიქერთან დაიწყებს თამაშს, შესაძლოა, უთანხმოება პირველივე წუთებიდან მოუვიდეს. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ბუკმეიქერები, რომლებიც მოთამაშეების მიერ პატიოსნად მოგებულ თანხას ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გასცემენ და ფსონების გამოთვლის პროცესში მათ მიერვე შემუშავებელ წესებს გულმოდგინედ მიჰყვებიან, საიმედო პარტნიორებად მიიჩნევიან.
შენიშვნა! ფსონების გამოთვლისა და მოგებული თანხის გაცემის წესები ხელმისაწვდომია თითოეული ქართველი ონლაინ ბუკმეიქერის ვებგვერდზე და მომხმარებელი ვალდებულია, გაეცნოს ამ წესებს ფსონის დადებამდე. ამ გზით თქვენ თავიდან აიცილებთ ბუკმეიქერის მისამართით სხვადასხვა სახის საჩივრების გაკეთების აუცილებლობას.
განსხვავებული კოეფიციენტები
კოეფიციენტების ზომა დამწყები თუ გამოცდილი მოთამაშეებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ყველას უნდა ფსონის დადება მაღალი კოეფიციენტის მქონე ვარიანტზე, რადგანაც პოტენციური მოგებაც იქნება მაღალი. რაც უფრო დიდია ფსონის მოცულობა, მით უფრო დიდია პოტენციური მოგება. კოეფიციენტების მნიშვნელობა დამოკიდებულია ბუკმეიქერის ზღვრულ სხვაობაზე (კომპანიის გარანტირებული მოგების პროცენტული წილი). რაც უფრო ცოტაა ზღვრული სხვაობა, მით უფრო მაღალია კოეფიციენტი და მით უფრო მიმზიდველია იგი მოთამაშეებისათვის, და პირიქით.
რომელი ბუკმეიქერები გვთავაზობენ ყველაზე მაღალ კოეფიციენტებს? ამისათვის საჭიროა გამოცდილება, ერთი და იგივე სპორტული შეხვედრისთვის სხვადასხვა ბუკმეიქერის მიერ შემოთავაზებული ვარიანტების შედარება. რასაკვირველია, ეს პროცესი ძალისხმევასა და დროს მოითხოვს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ერთი და იმავე ბუკმეიქერთან ფსონს ჩამოვდივართ, მაგალითად, ფეხბურთსა და ჩოგბურთში, ზღვრული სხვაობა (შესაბამისად, კოეფიციენტების მნიშვნელობა) თითოეული სპორტისთვის იქნება განსხვავებული. იგივენაირად განსხვავებული იქნება ზღვრული სხვაობა სხვადასხვა დონის ტურნეებს შორის ფსონის დადების დროს.
ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ ბუკმეიქერების რეიტინგი, რომელიც კოეფიციენტების სიდიდის მიხედვით არის შედგენილი: ჩვენ ავიღეთ რეალური მონაცემები თითოეული კომპანიის ვებგვერდიდან და გამოვთვალეთ საშუალო ზღვრული სხვაობა თითოეული ბუკმეიქერისათვის, რათა მოთამაშეებს არ დასჭირვებოდათ ამის გაკეთება და განსხვავება ნათელი ყოფილიყო. ამასთან, შეგიძლიათ ნახოთ, რომელი ბუკმეიქერები გვთავაზობენ საუკეთესო კოეფიციენტებს ფეხბურთზე, ჩოგბურთზე, ჰოკეისა და კალათბურთზე.
მიაქციეთ ყურადღება: რაც უფრო ფართოა ბუკმეიქერის ხაზი, მით უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ არასტანდარტულ შეხვედრებზე შემოთავაზებულ კოეფიციენტებში მექანიკური შეცდომაა დაშვებული. ზოგიერთი მოთამაშე წინასწარ აანალიზებს შეცდომის ალბათობას და გამიზნულად დებს ფსონს არასწორი მონაცემებით, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი ფსონების უმეტესობა, საბოლოო ჯამში, მაინც დაანგარიშდება ან საშუალო არითმეტიკულით, ან საერთოდაც გამოყენებული იქნება სტანდარტული კოეფიციენტი 1.0 (ე.ი. ბუკმეიქერი უბრალოდ ფსონის თანხას დაუბრუნებს მოთამაშეს).
ფსონების არჩევანი
ეს კრიტერიუმი უფრო ხშირად გამოცდილი მოთამაშეებისთვისაა მნიშვნელოვანი, თუმცა შესაძლებელია, ასევე, იყოს საინტერესო დამწყები მოთამაშეებისთვის, რომელთაც სურთ თამაშის დივერსიფიცირება და არ უნდათ, რომ იყვნენ შეზღუდული მხოლოდ შეხვედრის საბოლოო შედეგზე (გუნდის/სპორტსმენის მოგება ან წაგება) ან თამაშზე (ტოტალი) ფსონის დადებით. ასევე ამ კრიტერიუმით სარგებლობენ მოთამაშეები, რომელთაც ევროპული ფეხბურთის ტოპჩემპიონატების ნაცვლად საკუთარი თავის გამოცდა შედარებით ნაკლებად პოპულარულ ტურნეებზე სურთ. თუ არ იცით, რა სახის ფსონები არსებობს (ყველაზე პოპულარულის გარდა), შეგიძლიათ შეიტყოთ უფრო მეტი “ფსონების დათვალიერების” სექციაში. მათ, ვინც ახალია თამაშში და ჯერ არ აქვს გამომუშავებული შესაბამისი უნარები, ვურჩევთ, რომ დაიწყონ ყველაზე პოპულარული ფსონებით, რომელსაც ნებისმიერი ბუკმეიქერი გვთავაზობს. სპეციალურ “ღირებულების მიხედვით დალაგებულ რეიტინგში” მოწინავე ადგილები დაკავებული აქვთ კომპანიებს, რომლებიც ყველაზე მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობენ კოეფიციენტების მიხედვით. მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კრიტერიუმები ითვალისწინებენ ფსონების ცვალებადობას ფეხბურთში გამარჯვებაზე დადებული კოეფიციენტებისა და ტოტალის მიხედვით; ასევე, მსგავსად ხდება ჩოგბურთში, ჰოკეისა და კალათბურთში.
ბეთინგის ფორმა: ლაივი
ლაივბეთი არის ფსონის დადება უშუალოდ თამაშის/შეხვედრის მიმდინარეობის პროცესში. მათთვის, ვისაც ასეთი ფსონების სპეციფიკის უკეთ გაგება აინტერესებს, ვურჩევთ, წაიკითხონ სტატია: “ფსონის დადება მატჩის მიმდინარეობისას (ლაივი)”, რომელიც შეიცავს სასარგებლო რჩევებს დამწყებთათვის.
როგორც წესი, ბუკმეიქერები, რომლებსაც ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად განვიხილავთ მატჩის დაწყებამდე ფსონის გაკეთების დროს, ყოველთვის მსგავსი რეპუტაციით ვერ ისარგებლებენ ლაივბეთის დროს. ლაივ პლატფორმა სხვადასხვა კომპანიის ვებგვერდზე შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთამეთისაგან, განსხვავებული იქნება მათი მომსახურებაც.
თუ გინდათ პერსონალური დროის დაზოგვა, გირჩევთ, რომ ყურადღება მიაქციოთ ბუკმეიქერების რეიტინგს ლაივ სერვისის დროს. როდესაც დგება რეიტინგი, მხედველობაში მიიღება ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა თამაშის მიმდინარეობის დროს ფსონების არჩევანი, მათი გამოთვლისა და მიღების სისწრაფე, ასევე პირდაპირი მაუწყებლობის არსებობა ან არარსებობა.
სხვადასხვა მოთამაშე უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვა კრიტერიუმს ბუკმეიქერის არჩევისას. ზოგიერთისთვის მნიშვნელოვანია ვებგვერდის ინტერფეისი და ნავიგაციის შესაძლებლობა, ზოგს სჭირდება ინფოგრაფიკა ან პირდაპირი მაუწყებლობის ქონა და ფსონის დადების სისწრაფე, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
ბუკმეიქერები ბონუსებით
ზუსტად ვერ გეტყვით, ბონუსების არსებობა არის თუ არა გადამწყვეტი ფაქტორი დამწყები მოთამაშეებისათვის ბუკმეიქერის არჩევის პროცესში, მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ ადამიანთა უმეტესობას უყვარს ბონუსები, ამიტომ ამ ფაქტორსაც აქვე განვიხილავთ. ბევრი ქართველი ონლაინ ბუკმეიქერი სხვადასხვა სახის ბონუსს სთავაზობს ყველა მომხმარებელს გამონაკლისის გარეშე. ლეგალბეთი რეგულარულად აქვეყნებს ინფორმაციას ახალი შეთავაზებების შესახებ ბლოგზე და აქციების შესახებ სპეციალური შეტყობინებას უგზავნის კლიენტებს პირადი მენიუს გრაფაში.
შეხსენება თითოეული დამწყებისათვის: სანამ გაწევრიანების ბონუსის მიღებაზე თანხმობას განაცხადებთ, ყურადღებით წაიკითხეთ შეთავაზების დეტალური პირობები. ბონუსების დაგროვება, როგორც წესი, გულისხმობს მოთამაშის მიერ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას. თავიდან რომ ავიცილოთ ბუკმეიქერის მისამართით საჩივრების გაკეთების აუცილებლობა, ამ ვალდებულებების შესახებ წინასწარ უნდა ვიცოდეთ: წაიკითხეთ ბონუსის პირობები, შეაფასეთ შეთავაზების წინაპირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ მონაწილეობა აქციაში.
ასევე, გირჩევთ წაიკითხოთ:
-
როგორ დავრეგისტრირდეთ და გავიაროთ იდენტიფიკაციის პროცესი ბუკმეიქერის ოფისში: ინსტრუქციები დამწყებთათვის
-
ფსონის დადების სახელმძღვანელო დამწყებთათვის და სხვა